ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. უბანთან მისული იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მათ შორის თინა ბოკუჩავა.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ზუგდიდის საკრებულოს ყოფლი თავმჯდომარის ხრიდან ამომრჩევლებზე ფულის დარიგების ფაქტს.

ადგილზე იმყოფებოდა პირი, რომელიც ვიდეოკამერით მუშაობდა. ერთ-ერთმა მოქალაქემ მისთვის ხელისშეშლა სცადა და ფიზიკურად გაუსწორდა. მოქალაქე სამართალდამცველებმა დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...