ზუგდიდის მაჟორიტარი: მერის გადადგომის შესახებ მეც სოცქსელიდან გავიგე, ბევრი კითხვის ნიშანია!

ასეთი შეფასება მისცა "აიპრესთან" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ, ზუგდიდის მერის ლაშა გოგიას თანამდებობის დატოვებას. 

"ჩემთვის ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად მოულოდნელი. მეც როგორც ყველამ სოციალური ქსელის მეშვეობით გავიგე. ამ ეტაპზე სხვა არაფრის თქმა შემიძლია. ამ ყველაფერში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, როცა არჩეული მერი ასე ტოვებს თანამდებობას.  უნდა გაირკვეს რა მოხდა", – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

შეგახსენებთ, ზუგდიდის მერმა, ლაშა გოგიამ რამდენიმე წუთის წინ თანამდებობა დატოვების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...