ზუგდიდის ინფექციურში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან ორსული ქალი შეიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს ორსული ქალი შემოიყვანეს ანაკლიის საკარანტინო ზონიდან. ახლაგაზრდა ქალბატონს აღენიშნება ცხელება და ხველა, ყელის ტკივილი. ექიმ ლალი დარახველუძის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ორსული ქალბატონი იმ სპორტსმენის კლასტერია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა და სამეგრელოს რამდენიმე რაიონში იმყოფებოდა
წუხელ გვიან ღამით ასევე ანაკლიის საკარანტინო სივრციდან ინფექციყრდი შუახნის მამაკაცი შეიყვანეს, რომლსაც ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ორივე პაციენტის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში კვლევაზე.
ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში სულ ოთხი პაციენტი იმყოფება. მათ შორის ორი დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტია , გალის რაიონიდან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად