ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეულ ერთ პირს COVID-19 დაუდასტურდა

ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ   ვირუსი გამოუვლინდა სატვირთოს მძღოლს, 60 წლამდე მამაკაცს შიდა ქართლიდან, რომელიც ზუგდიდში იმყოფებოდა.

მოკვლეულია მისი ორი კონტაქტი და გადაყვანილია კარანტინში.

ცნობისთვის, ინფექციურ საავადმყოფოში სულ გუშინ 292 ნიმუში გამოიკვლიეს. მათ შორის 19 პაციენტი, სამედიცინო პერსონალის 18 წარმომადგენელი, კარანტინში მყოფი 9 პირი, შსს 240, ძირითადად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი, დიალიზზე მყოფი 1 პირი და 5 მძღოლი.დანარჩენებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად