ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან სამი პაციენტი გაწერეს

მათ შორისაა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოს მცხოვრები, ორი მცირეწლოვანი ბავშვი. ერთერთი მცირეწლოვანი თბილისში იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

ამავე სოფლის მკვიდრი 60 წლის კაცი კი მკურნალობის გასაგრძელებლად ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადავიდა.მას თანმდევი დაავადება აქვს, რომელიც ექიმების მეთვალყურეობას საჭიროებს.

სამივე პაციენტი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 31 მარტს, სხვადასხვა დროს მოათავსეს. მათ ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილები ჰქონდათ, თუმცა „ლუგარის ლაბორატორიამ“ covid-19 არ დაადასტურა.

სამი პაციენტის გაწერის შემდეგ ინფექციურში მკურნალობის გასაგრძელებლად დარჩება ორი. 50 წლის ქალი გალის სოფელ საბერიოდან და 67 წლის კაცი ზუგდიდის სოფელ ზედა ეწერიდან. მათ ახალი კორონავირუსი აქვთ. ექიმების თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად