ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას საფრთხე არ შეექმნება

ჩვენ ხელს არ შევუშლით ზუგდიდში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელებას და საფრთხის წინაშე არ დავაყენებ არცერთ პაციენტს და არც დაგვიყენებია – ამის შესახებ "აიპრესთან" ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებმა განაცხადეს. 

"C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ჩატარების არანაირი ხელშემშლელი პირობები არ იყო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლების მხრიდან.

ხელშემშლელი პირობები დადგა იმის მერე, როცა 21-ში "ბლოკ ჯორჯიამ" შეცვალა ჩვენი დირექტორი მადონა სართანია, ვინმე ჩიქოვანით. მიუხედავად ამისა, ჩვენ პაციენტებისთვის არაფერი დაგვიკლია, ჩვენი მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ ყოფილა წამლების გაცემაში ან გამოკვლელვებში.

შედგა დიალოგი  და "ბლოკ ჯორჯია" ირწმუნება, რაც გავაფუჭეთ იმას გავასწორებთო. ვნახოთ.

აქციებით არ ვაპირებთ რამის გარკვევას.  ჩვენ სასამართლოში გვაქვს შეტანილი სარჩელი. იქ დადგინდება  ვინ არის ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს მეპატრონე. დაველოდოთ მოვლენებს", – ამის შესახებ "აიპრესთან" ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებმა განაცხადეს.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრომ 48 საათიანი ვადა მისცა "ბლოკ ჯორჯიას" და ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებს იმისთვის, რომ მოაგვარონ შიდა პრობლემები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამინისტრო C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამას, რომლის პროვაიდერი გახლავთ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში განახორციელებს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...