ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 2 პაციენტი მკურნალობს

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით 2 პაციენტი რჩება.

როგორც ექიმი – ინფექციონისტი ლალი დარახველიძე ამბობს, შედარებით მძიმეა 67 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც 25 მარტს დაუდგინდა კორონავირუსი. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

რაც შეეხება 50 წლამდე ქალბატონის მდგომარეობას, ის შედარებით მსუბუქია. 50 წლამდე ქალბატონო მოსკოვიდან ჩამოვიდა ოკუპირებულ აფხაზეთში და ის 30 მარტს ზუგდიდში გადმოიყვანეს. კორონავირუსი მას იმ საღამოსცე დაუდასტურდა. ამ ქალბატონის 37 მდე კონტაქტის ნაწილი ანაკლიის საკარანტინო სივრცეშია, ნაწილი თვითიზოლაციაში. რაც შეეხება სამეგრელო ში სტუმრად მყოფ კორონავირუსით ინფექცირენულ სპორტსმენს, მის უშუალო 3 კონტაქტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად