ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გატესტილი 649 ნიმუშიდან კოვიდინფექციის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

4 საბერიოს , 1 კი სენაკის კონტაქტებს უკავშირდება, ხოლო მეექვსე შემთხვევა არის ბათუმიდან ჩვენს რეგიონში დროებით მყოფი პიროვნება.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ განაცხადა, ტარდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა ფოთშიც. ფოთში სულ გაიტესტა 97 ადამიანი. რაც შეეხება საკარანტინო სივრცეში განთავსებულ მოქალაქეებს, რეგიონის მასშტაბით კარანტინში სულ 139 მოქალაქე იმყოფება.
ინფიცირებულები მკურნალობას რუხის მულტიპროფილურ საავადმყოფოში აგრძელებენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად