ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აღებული ნიმუშებიდან 14 პირის პასუხი დადებითია

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, ყველა კოვიდინფიცირებული ენგურჰესის თანამშრომელი ან მათი კონტაქტებია.

კოვიდინფიცირებულები ე.წ საბერიოს კლასტერს მიეკუთვნებიან.
მალხაზ თორიას თქმით, მათი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა დღის განმავლობაში მოხდება და სხვადასხვა კლინიკაში გადანაწილდებიან.
ცნობისთვის, რუხში 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში კი ბოლო მონაცემებით 290 ადამიანი იმყოფება.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად