ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 94 პირი გამოიკვლიეს, covid19 არცერთს არ დაუდასტურდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში Covid-19 -ზე გამოიკვლიეს 94 პირი, აქედან, 29 იყო ტრაილერის მძღოლის კონტაქტი იყო, კარანტინიდან 11, პაციენტი 19, სამედიცინო პერსონალი კი 36. ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

გუშინ ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან გამოკვლეულ 8 პირსაც არ დაუდასტურდა ვირუსი.

შეგახსნებთ, 15 მაისს ზუგდიდში ტრაილერის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა. 16 მაისს, კორონავირუსი დაუდასტურდა მის დედას და 2 შვილს. 17 მაისს მძღოლის კლასტერიდან კიდევ 3 პირს დაუდასტურდა ვირუსი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად