ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 7 პაციენტი რჩება

მათ შორის 2 დადასტურებული კორონავირუსი აქვს. ერთი 67 წლის მამაკაცია, მეორე 50 წლამდე ქალბატონო.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. წუხელ გვიან ღამით ოკუპირებული აფხახეზტიდან გადმოყვანილი შუახნის მამაკაცის ბიოლოგიური მასალა კვლევებუსთვიდს გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. პასუხი დღეს გახდება ცნობილი. რაც შეეხება დანარჩენ 4 ადამიანს, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. დედა, მამა და მათი 2 მცირეწლოვანი შვილი. როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა რჩებიან მედიკოსების დაკვირვების ქვეშ და სავარაუდოდ ისინი დღეს გაეწერებიან. ოჯახი გუშინ ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოდან გადმოიყვანეს.
ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთიდან 7 ადამიანი გადმოიყვანეს ანაკლიაში მდებარე საკარანტინო ზონაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად