ზუგდიდის გენგეგმის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის სამინისტრომ ზუგდიდისქალაქმშენებლობითი გეგმების პროექტის შემუშავებაზე კონკურსი გამოაცხადა.
ზუგდიდი დასავლეთ საქართველოს და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქია. იგი სულ უფრო მიმზიდველი ხდება ტურისტებისთვისაც, რაც აჩენს ახალ მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს, ააქტიურებს ეკონომიკურ საქმიანობებს და მშენებლობებს. ქალაქის ინფრასტრუქტურის ქაოტური, უსისტემო განვითარებისაგან დაცვის, ქალაქის მთავარი უბნებისადა ქუჩების არქიტექტურის და იერსახის გაუმჯობესების, სატრანსპორტო ქსელისა და ინფრასტრუქტურისკომპლექსურად მოწესრიგების მიზნით, აუცილებელია შემუშავდეს ქალაქის ახალი ქალაქმშენებლობითი გეგმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...