ზუგდიდის დადიანების სასახლეში დაცული უნიკალური ტილოების რესტავრაცია დაიწყო

ზუგდიდის დადიანების სასახლეში დაცული უნიკალური ტილოების რესტავრაცია დაიწყო. ცნობილი გერმანელი მხატვრის ფრიდრიხ ფრიშის ნამუშევრების აღდგენითი სამუშაოები ხელოვნების სასახლის სარესტავრაციო სახელოსნოში მიმდინარეობს.

როგორც რესტავრატორი “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” აცხადებს, ტოლოებს უამრავი დაზიანება აქვს, რაც ერთი თვალის შევლებითაც მარტივად ჩანს.

დადიანების სასახლეში მხატვრის სულ 6 ნახატი იყო, რომელებიც ნახევარ საუკუნეზე მეტია ექსპონირებული არ ყოფილა.

რესტავრაციის დასრულების შემდეგ ფერწერული ტილოები ნიკო დადიანის სასახლეში გამოიფინება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად