ზუგდიდის ახლადარჩეული მერი გვარამიასთან ინციდენტში მონაწილე ქალს ესტუმრა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული მერმა გიორგი შენგელიამ, სოფელ კახათში მცხოვრები ქეთევან სორდია მოინახულა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“დღეს ქეთევან სორდიას ვესტუმრე და მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ის ძალიან თბილი ქალბატონია და სურს მისმა შვილმა, გიორგიმ, განვითარებულ და წარმატებულ ზუგდიდში იცხოვროს” – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

ქეთევან სორდიას არჩევნების დღეს, ნიკა გვარამია დაუპირისპირდა და მას აკრედიტაცია ჩამოგლიჯა, სორდიას განცხადებით მასზე გვარამიამ იძალადა, რის შემდეგაც ის შეუძლოდ გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...