ზუგდიდის №87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ სროლის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

ამის შესახებ “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, ზუგდიდში, 87-ე საარჩევნო უბანთან უცნობმა პირებმა ჰაერში პისტოლეტიდან გაისროლეს.

მისი თქმით, ამ დროს საარჩევნო უბნის ეზოში იმყოფებოდა კომისიის წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” ზოია ქვარცხავა. რომელიც ზუგდიდის პილიციაში გამოკითხვაზე დაახლოებით 4 საათი იმყოფებოდა.

გავრცეკებული ინფორმაციით მომხდარ ფაქტზე დაკავებული არიან: ირაკლი ჩანგელია და ბადრი გოგუსანია.

ერთ-ერთი დაკავებული ირაკლი ჩანგელია ზუგდიდის №67-ე  საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ლელა ლაშხიას შვილია.

შსს-ს ინფორმაციით,”  სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით 2 პირი: 1999 წელს დაბადებული ი.ჩ. და 2000 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულებმა ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით”.

"ნაცმოძრაობის" წარმომადგენლის ზოია ქვარცხავას დაახლოებით 4 საათიანი გამოკითხვა ზუგდიდის პოლიციაში დასრულდა

Posted by Ipress.ge on შაბათი, 18 მაისი, 2019

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...