ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განცხადებით, დილით საკუთარი ავტომობილი დაზიანებული დახვდა. როგორც ის ამბობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
“დილის 7 -ის წუთები იყო, ჩამოვედით მე და ჩემი მეუღლე და დაგვხვდა სიურპრიზი. ამხელა ქვა გვერდზე, წინა მხარე ჩალეწილი, უკანა მხარეც, შიგნით ნამსხვრევებად ქცეული ყველაფერი. განაცხადი გაკეთებულია, ზარი დაფიქსირებულია 112-ზე და ალბათ მოხდება შესაბამისი რეაგირება”, – განაცხადა მესხმა.