ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ მირანდა მესხის გადაყენების მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დაპირისპირება მოხდა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვენ იმ ვიდეო-მასალის განხილვას ,რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა კომისიაში წარმოადგინეს, თუმცა კომისიის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს წარმოდგენილ მოთხოვნას.

“ნაციონალური მოძრაობის წევრები” კი აცხადებდნენ, რომ დღის წესრიგით გათალისწინებული საკითხების განხილვის საშუალებას არ მისცემენ თავმჯდომარეს, რადგან ის კანონს არღვევს და თანამდებობა უნდა დატოვოს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ბოლიცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...