ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში მერობის 7კანდიდატი დარეგისტრირდა

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში მერობის 7კანდიდატი დარეგისტრირდა. მათგან 6 მერობისთვის პარტიული ნომრით იბრძოლებს, ერთი კი დამოუკიდებელი კანდიდატია. ამის შესახებ "აიპრესს" ზუგდიდის საოლქო კომისიაში განუცხადეს. 

ბლოკ „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველოდან“ -გიზო სტურუა, „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატი ზურაბ ჯინჯოლავაა. 

მმართველი პარტიიდან მერობის კანდიდატი ლაშა გოგიაა, რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კენჭს ლევან კონჯარია, „ევროპული საქართველოდან“ – ლელა ქებურია, ხოლო „პატრიოტთა ალიანსიდან“ – გოგიტა ბიგვავა იყრიან. საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილია ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ზვიად (დომენტი) სიჭინავა. 

დღეს ცესკოში კანდიდატების დარეგისტრირების ბოლო ვადა იყო. საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...