ზუგდიდის 67-ე საოლქო სააარჩევნო კომოსიის 47-ე უბნიდან ერთი ადამიანი გააძევეს

67 საოლქო სააარჩევნო კომოსიის 47-უბნიდან ერთი ადამიანი, ნათია წერეთელი, გააძევეს. როგორც კომისიის წევრი მარიკა მარღანია აცხადებს, გაძევების მიზეზი დაუმორჩილებლობა გახდა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას არაერთხელ მისცეს მითითება თუ საიდან უნდა ეწარმოებინა გადაღება, უბანზე თვითნებურად გადაადგილდებოდა და ამომრჩევლების პერსონალურ მონაცემებს იღებდა.

თავათ ნათია წერეთელი, ბრალდებებს უარყოფს და ამბობს რომ მისთვის უცნობია თუ რა გახდა უბნიდან გამოძევების მიზეზი.
“აიპრესის” კითხვაზე, რატომ იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე გაოძევებული პირი, თავად ნათია წერეთელმა უპასუხა და განაცხადა, რომ იგი არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...