ზუგდიდიდან ინტოქსიკაციით გადაყვანილი 10 ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ქუთაისის ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში ,,ელჯი და კომპანია”-ში, ზუგდიდიდან ინტოქსიკაციის ნიშნებით გადმოყვანილი ათი ბავშვი ამ დრომდე მკურნალობს.

ექიმის განცხადებით, ყველა მათგანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მისივე თქმით, ვიდრე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დასტაბილურდება, საავადმყოფოდან მათი გაწერა არ იგეგმება.

როგორც “აიპრესს” ლელა ჭეიშვილმა განუცხადა, ამ დრომდე არ არის დაზუსტებული რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად ბავშვების თანმხლები ქალი სოსისით მოწამვლას ასახელებს. ამ დროისთვის ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...