ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის-ჩხორიის გზის მონაკვეთზე ავარიის შედეგად 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის-ჩხორიის მონაკვეთზე. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ჯვარის მხრიდან მომავალი “ოპელის” მარკის მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს ჯერ ელექტროგადამცემ ბოძს და შემდეგ ხეს შეეჯახა.

მათივე თქმით მანქანაში მსხდომები გადმოვარდნენ და მათი მდგომარეობა მძიმეა. სამი დაშავებული 112-ის ბრიგადებმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვა. ამ წუთებში მათ გამოკვლევები უტარდებათ.

ადგილზე მობილიზებულია შსს ზუგდიდის სამმართველო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად