ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა – დაშავებულებს სავარაუდოდ ბოლო ზარი ჰქონდათ

ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და საცხოვრებელ სახლში შევარდა.

შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალირ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან და მათ ბოლო ზარი ჰქონდათ. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები.

როგორც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, მათ ამ წუთებში სამედიცინო კვლევები უტარდებათ და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანება არცერთს არ აღენიშნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...