“ზოტი ჰესის” მშენებლობის დაწყება 2019 წლის გაზაფხულზე იგეგმება

2019 წლის მარტი-აპრილის პერიოდში გურიაში “ზოტი ჰესის” მშენებლობის დაწყება იგეგმება. ამის შესახებ BM.GE-ს ჰესის მშენებელი საინვესტიციო ჯგუფის Georgia Global Utilities-ის ხელმძღვანელმა არჩილ გაჩეჩილაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, “ზოტი ჰესის” დადგმული სიმძლავრე 46 მგვტ-ია, საინვესტიციო ღირებულება კი – 60 მლნ აშშ დოლარი.

“1.5 მილიონ აშშ დოლარზე მეტია დახარჯული კვლევებზე. პროექტი უკვე დატენდერებულია და განვითარების დეტალური გეგმაა გაკეთებული. ობიექტი საუკეთესო ავსტრიული ტურბინებით გვექნება გაკეთებული”, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად