ზოოპარკი: ჟირაფს ვერ ჩამოვიყვანთ, სანამ ვოლიერი არ იქნება, რისი გაკეთებაც ძალიან ძვირია

თბილისის ზოოპარკში 300-მდე სახეობა ბინადრობს, რომელთა შორის არის: თეთრი ვეფხვი, თეთრი ლომი, უსურიული ვეფხვი, გარეული აფრიკული ძაღლი, თეთრი მარტორქა, უახლოეს მომავალში კი ჟირაფები შეემატება.

„აიპრესი“ დაინტერესდა, როდის ჩამოიყვანენ საქართველოში ჟირაფს, რომელიც, როგორც ამბობენ თბილისის ზოოპარკს არასდროს ყოლია. ასევე, საკმაოდ ბევრ ადამიანს, მხოლოდ ფილმებსა და ფოტოებში ყავს ნანახი.

თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მზია შარაშიძე „აიპრესთან“ აცხადებს, რომ ზოოპარკში ჟირაფებს მას შემდეგ ჩამოიყვანენ, როცა შესაბამისი ვოლიერი გაკეთდება.

მისივე თქმით, ვოლიერის გაკეთება საკმაოდ ძვირი ჯდება. რის გამოც ზუსტი დროს, როდის შეიძლება თბილისის ზოოპარკში ჟირაფები ვიხილოთ, ძნელია.

„ჟირაფების ჩამოყვანა არის გეგმაში. ამისთვის, აფრიკის დიდი ვოლიერი უნდა გაკეთდეს, მაგრამ, კონკრეტულად როდის, ამის თქმა ძნელია. სანამ ვოლიერი არ იქნება მზად, ჟირაფს ვერ ჩამოვიყვანთ. იმედი გვაქვს, რომ ვოლიერის აშენებას მომავალ წელს დავიწყებთ.
ახლა ვაკეთებთ მტაცებელი ფრინველების ავიარიუმს (მტაცებელი ფრინველების დიდი ვოლიერი)და ჩვენი ყველა რესურსი აქით იქნება მიმართული. როგორც კი მორჩება ჩვენი დიზაინერი აფრიკის ვოლიერის გეგმა, მაგის მიხედვით გვინდა რომ გავაკეთოთ და როდესაც ვოლიერი მზად იქნება, მერე ჟირაფის ჩამოყვანა არ იქნება პრობლემა, კარგი ურთიერთობა გვაქვს ევროპის ზოოპარკებთან, და გამოვძებნით შესაბამის კანდიდატურას“. – განაცხადა მზია შარაშიძემ.

თბილისის ზოოპარკის წარმომადგენელი ამბობს, რომ აფრიკული ვოლიერის დამზადება, საკმაოდ ძვირი ჯდება. რის გამო, ეტაპობრივად აშენებენ ცხოველებისთვის და ფრინველებისთვის ვოლიერს.

„სანამ არ დამზადდება და არ დაანგარიშება არ გვექნება ყველაფერი, რა თანხა ჯდება ვოლიერის გაკეთება, ჯერ-ჯერობით ზუსტ თანხას ვერ ვიტყვით, თუმცა, ამ ვოლიერის აშენება, იაფი სიამოვნება არ არის.
სამწუხაროდ, ჩვენს ხელთ არსებული თანხები არ ყოფნის იმას, რომ რამდენიმე ვოლიერი გაშენდეს. ამიტომ ვაშენებთ ეტაპობრივად. თუმცა ეს არ არის პრობლემა. საერთოდ, ზოოპარკებში ასეა მიღებული, ზოოპარკის მშენებლობა არ უნდა დასრულდეს. ჩვენი ევროპელი კოლეგები თვლიან, რომ დამთვალიერებელს ყოველთვის ახალი უნდა შესთავაზო, ანუ ნორმალური ის, რომ გაიხსნას კავკასიის ექსპოზიცია, შემდეგ დაემატოს ახლი ვოლიერები. ესით და რიგიით სულ რაღაც უნდა კეთდებოდეს და იცვლებოდეს“.

„აიპრესთან“ მზია შარაშიძე აცხადებს, რომ თბილისის ზღვასთან მდებარე ზოოპარკში უკვე გადაყვანილია: დათვები, ირმები, მგლები, ნიამორები, ცხვრები, ჯიხვები, აფრიკული დახატული ძაღლები.

„მალე ჩამოვიყვანთ კიდევ დომბებს. როდესაც ავიარუმის მშენებლობა დასრულდება, უკვე გვექნება ისეთი რაოდენობა, რომ  კავკასიის ცხოველების ექსპოზიცია გავხსნათ, და იქაც გარკვეული ონფრასტრუქტურული სამუშაოებია ჩასატარებელი.

ყველაფერი დაკავშირებული თანხებთან… ჟირაფის შოვნას არ ჭირდება თანხები, ამას ჩვენ მოვაგვარებთ, მთავარია, აქ დავახვედროთ ვოლიერი. თუ აქ არ იქნება პირობები, ჟირაფს არავინ არ გვაჩუქებს.

ამ ვოლიერებს აქვთ სპეციფიკური შემოსაზღვრა. გამომდინარე იქიდან, რა ცხოველი უნდა მოათავსო ვოლიერში, არსებობს სტანდარტები. რა ფართობის უნდა იყოს, ანუ როგორი ღობე უნდა ჰქონდეს. დამატები უსაფრთოხების ნორმები უნდა იყოს გათვალისწინებული.

როგორც ჩვენ ერიკთან ვისაუბრეთ, მას გრანდიოზული გეგმა აქვს. გაკეთდეს დიდი ვოლიერი. რომელიც იქნება 10 ჰექტარი, დღევანდელი ზოოპარკი არის 5 ჰექტარზე და შემიძლია გითხრათ, რომ ახალი ვოლიერი იქნება ორი ამ ზოოპარკის ხელა. სადაც გაშვებული იქნება აფრიკის სახეობები. ანუ, ჟირაფი, მარტო რქა, სხვადასხვა სახეობის ანტილოპები, ზებრები და შეიქმნება სრული შთაბეჭდილება, რომ ეს არის აფრიკის ჰავანა. სადაც ეს ცხოველები გადაადგილდებიან. ეს არი იქნება ცალკე, კონკრეტულად ჟირაფი. სხვადასხვა სახეობები ერთად იცხოვრებენ, როგორც ეს აფრიკაშია”.

სტატიის ავტორი ირმა მესხია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად