ზოიძე: ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ეს შავი ჭირი, “ნაცმოძრაობა”, ქვეყანას ვერ მოვაშორეთ

,კოლექტიური მელიას, ამ მოძრაობის ,ამ პოლიტიკური ძალის ანამნეზი, ისტორია სწორედ ძალადობაზე, სწორედ ასეთ გადატრიალებაზე, დაპირისპირებაზე, პოლარიზაციაზე, სიძულვილზე არის დამყარებული“,- ეს განცხადება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში გააკეთა.

,,სწორედ ტერორზე არის დამყარებული ,გადატრიალებაზე არის დამყარებული და მათ არავითარი შანსი, რომ ოდესმე მოვლენ ხელისუფლებაში მშვიდობიანი ,ნებისმიერი ბარიერით, ნებისმიერი ფორმით , პროპორციული, არაპროპორციული, შერეული, მაჟორიტარული არჩევნების პირობებში ნამდვილად აღარ დარჩათ, ეს კარგად იციან და შესაბამისად იყენებენ იმ ნაცად ხერხს ,რაც მათ ანამნეზში და ავადმყოფობის ისტორიაში უკვე არსებობს“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

როგორც ზოიძე აღნიშნავს, იგი გრძნობს პასუხისმგებლობას, რომ ვერ მოახერხა პოლიტიკური ,,შავი ჭირის“, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია, მოშორება. იმ დღეს, როდესაც ძალიან მძიმე განხილვა გვქონდა, იგივე პარლამენტარიზმის კუთხით ვამბობ, როდესაც იმუნიტეტის მოხსნას განვიხილავდით, მე მაშინვე დავაფიქსირე, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ გავრილოვი იქ იმყოფებოდა, იმ სავარძელში ჩაბრძანდა, მაგრამ იმავდროულად მე ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, რადგან მე როგორც ერთმა ადამიანმა, „ქართული ოცნების“ წევრმა ვერ მოვახერხე ამ პოლიტიკური, მართლაც შავი ჭირის, კიბოს მოშორება, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია.

მე თვალებში ვერ ვუყურებ იმ ახალგაზრდებს ვინც დაშავდა, მაგრამ ძალიან მკაცრ პასუხისმგებლობას მოვითხოვ ყველა იმათის, ვინც მიზეზი იყო იმისი, რომ ეს ახალგაზრდები დაშავდნენ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ის ადამიანებიც, რომლებმაც გადააჭარბეს თავიანთ უფლებამოსილებას. პასუხი უნდა აგოს ყველამ და პირველ რიგში  “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომელიც პირველ რიგში არის მიზეზი და ამოსავალი წერტილი, რატომაც მოხდა 20 ივნისის ღამე”- განაცხადა აკაკი ზოიძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...