ზოიძე: ცუნამი უკვე ავიცილეთ, მაგრამ პიკი იქნება და შემოტევის ტალღასთან გამკლავება მოგვიწევს

ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენთანაც ყველაზე სუსტი წერტილი იქნება სამედიცინო პერსონალი. იტალია და ესპანეთი მათ გმირობას ტაშს უკრავს და ჩვენთანაც იგივე მდგომარეობაა. ხვალ არის დაგეგმილი ივენთი, რომელიც მართლა გმირულად იბრძვის და მე მადლობა უნდა გადავუხადო თითოეულ ეპიდემიოლოგს, ექიმს, ექთანს, სანიტარს… ასევე მოხალისეებს, სტუდენტებს, ყველას ვინც ჩართულია და კიდევ უფრო მეტი, ვინც ჩაერთვება. რაც არ უნდა გადავწიოთ ჩვენ ეს პიკი, სადღაც 10 დღეში თუ 2 კვირაში მაინც მოგვიწევს ამ შემოტევასთან თუ ტალღასთან გამკლავება. მთავარია ეს ტალღა არ იყოს ცუნამი. ყველა იმ ნიშნით რაც ჩანს, ჩვენ ცუნამი უკვე ავიცილეთ თავიდან.

იმასაც უნდა ველოდოთ, რომ სამედიცინო პერსონალი აუცილებლად დაავადდება, რადგან მაღალი რისკის ქვეშ არის და უნდა მოხდეს მათი ჩანაცვლება, რომელიც ადვილი არ არის. აუცილებელია რეზერვების გეგმები არსებობდეს. პირველი ეშელონის საავადმყოფოებში ეს გადამზადება დაწყებულია, მაგრმა ვნახოთ როგორ მოხდება პრაქტიკული უნარჩვევების ჩამოყალიბება. ეს ჩვენ იტალიაზე და ესპანეთზე უკეთესი გვაქვს, რადგან გამოვლილი გვაქვს მძიმე პერიოდები ჯანდაცვის სისტემაში. აუცილებელია იყოს გეგმები, იყოს დამატებითი პერსონალის მობილიზება და ყველაზე უარესი შემთხვევებისთვისაც ვემზადოთ”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად