ზოიძე: სწორედ პროკურატურის გავრცელებულმა კადრებმა გადაგვაწვეტინა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერება

არსებულმა ვიდეოკადრებმა მიგვაღებინა გადაწყვეტილება, როდესაც ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერების საკითხი იხილებოდა პარლამენტში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, აკაკი ზოიძემ გენერალური პროკურატურის მიერ ნიკა მელიას საქმეზე დღეს გავრცელებული ინფორმაციისა და კადრების შეფასებისას.

“პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებს ვინც ნახავს, ოდნავ მაინც ობიექტური ადამიანი, არ შეიძლება, კითხვა არ გაუჩნდეს ნიკა მელიასა და სხვა ლიდერებთან დაკავშირებით, იმ ძალადობრივ შტურმზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციურ ორგანოზე მიმდინარეობდა რამდენიმე საათის განმავლობაში. ვითომ მშვიდობისკენ მოწოდებით და მოლაპარაკებებისკენ მოწოდებით, პარალელურად მიმდინარეობდა შტურმი პოლიციელებზე.

სწორედ ამ კადრებმა, მტკიცებულებებმა გადაგვაწყვეტინა მეც და ჩემ კოლეგებსაც იმ დღეს, როდესაც ნიკა მელიას საკითხი განიხილებოდა იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით, რომ მწვანე ღილაკისთვის დაგვეჭირა ხელი, დამატებითი პრივილეგიები მოგვეხსნა მისთვის. მან, როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქემ უნდა აგოს პასუხი მართლმსაჯულების წინაშე და გასცეს კითხვებზე პასუხი. კითხვები არ შეიძლება, არ ჩნდებოდეს იმ კადრების ხილვის შემდეგ, რაც პროკურატურის მხრიდან გასაჯაროვდა. ეს არის რეალობა და არა ის, რაც მათი ტელევიზიების მხრიდან მოგვაწოდეს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ცნობისთვის, დღეს პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდების ნაწილში მკიცებულებად ვიდეო კადრები გამოაქვეყნა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად