ზოიძე: ყველა ხელმისაწვდომი მონაცემით, ინფექციის გავრცელება კვლავაც კეთილსაიმედო სცენარშია

ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხთა ექსპერტი, პარლამენტის ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში წერს.

“იმედი მაქვს იგივე შენარჩუნდება თვის ბოლომდე და მაისის პირველ ნახევარში. ამასობაში, დათბობასთან ერთად ვირუსის გავრცელების შესაძლო მკვეთრ შენელებასთან ერთად, ამ 27 ახალმა, მაგრამ ადამიანებში სხვა დაავადებების სამკურნალოდ უკვე გამოცდილმა და შესაბამისად უსაფრთხო და იმავდროულად ლაბორატორიულ კვლევებში COVID-19 გამომწვევის დამთრგუნველმა პერსპექტიულმა წამლებმაც იქნებ მოგვისწროს… ამათ გარდა, უკვე 60 წამალი და/ან მათი სხვადასხვა კომბინაცია არის კლინიკური გამოცდის ფაზაში. მაინც გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ”-წერს აკაკი ზოიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად