ზოიძე: ნუ ელოდება მოსახლეობა რომ გავარდება და გაიკეთებს ტესტს

ამის შესახებ ჯანდაცვის საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” ერთ-ერთი დამფუძნებელმა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა.  

“ჯერ ერთი, არ სჭირდება, მეორეც – გითხარით გერმანიის მაგალითი, იქნება უბრალოდ წყალში გადაყრილი რესურსი, თუ ეს არ მოხდა დანიშნულების მიხდვით სიმპტომატურ პაციენტებში. ამასთან, მოგვცემს ყალბი თვითდაჯერების და იმედის საფუძველს, რომ მე არ მჭირს ვირუსი, ამ დროს შეიძლება სჭირდეს ვირუსი, ან კიდევ პირიქით, მისცემს ყალბ დადებით რეაქციას, მერე გაირკვევა, რომ არ აქვთ.

ასე რომ, ყველაზე დიდი საფრთხე რაც არის, თვითიზოლაცია ვისაც აქვს, ის ადამიანები, მე ვიცი, რომ პირველ რიგში ის ადამიანები შეეცდებიან ამ სიტუაციიდან გამოვიდნენ. აიღებენ ამ ტესტს და შეწყვეტენ თვითიზოლაციას დროზე ადრე,”- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ: დღეიდან, კორონავირუსის ინფექციის გამოსავლენად, მედიკოსები მოსახლეობისთვის სწრაფი ტეტების გამოყენების ეტაპს იწყებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად