ზოიძე: “ნაცმოძრაობის” გატარებული პოლიტიკის შედეგად იპოთეკარების ძალიან დასანანი კასტა შეიქმნა

“გადაიდგა ორი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ასევე ეროვნულ ბანკში ხდება შესაბამისი რეგულაციების შემოტანა პირველი იანვრიდან და უმნიშვნელოვანესი ინიციატივა იქნება ხვალ ასევე გაჟღერებული,“-განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძემ.

„იმისთვის რომ მომავალში აღარ მოხდეს და ჩვენ აღარ გვყავდეს იპოთეკარების ის ძალიან დასანანი კასტა, რომელიც შეიქმნა სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” გატარებული პოლიტიკის შედეგად, როდესაც ერთ მესამედ მათგანს სამედიცინო საყოველთაო ჯანდაცვის არარსებობის გამო სამედიცინო მიზნებისთვის აღებული სესხების გამო დაკარგეს საცხოვრისი, მეორე ნაწილმა საპროცესო შეთანხმებების გამო. გადაიდგა ორი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ასევე ეროვნულ ბანკში ხდება შესაბამისი რეგულაციების შემოტანა პირველი იანვრიდან და უმნიშვნელოვანესი ინიციატივა იქნება ხვალ ასევე გაჟღერებული,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,რომ პრემიერი ჭარბვალიანობაზე და შავ სიაზე, ხვალ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად