ზოიძე: მთავრობა ორიენტირებულია ამომრჩეველზე, აბა ვისზე უნდა იყოს, რუსეთზე?

“მე მგონი ვერცერთი არაობიექტური კრიტიკოსიც ვერ უარყოფს იმას, რომ ეს ხელისუფლება და თითოეული წლის ბიუჯეტი ნამდვილად ადამიანზეა ორიენტირებული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “პირველებში” განაცხადა.

გადაცემის თანაწამყვანის ვახო სანაიას კითხვაზე, ადამიანზე თუ ამომრჩეველზე და არჩევნებზე? – ზოიძე პასუხობს:

“ყოველთვის რაღაცა არჩევნებია. ეს აბსოლუტურად უსაგნო დისკუსიაა. საყოველთაო ჯანდაცვაც ამომრჩეველზე ორიენტირებული იყო. რა თქმა უნდა ამომრჩეველზე, ადამიანზე, მოქალაქეზე. მთავრობა ორიენტირებულია ამომრჩეველზე და მოქალაქეზე, აბა ვისზე უნდა იყოს, რუსეთზე? თუ უცხო პლანეტელებზე? შენ უნდა იყო შენს მოქალაქეზე  ორიენტირებული. რა თქმა უნდა ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ბევრი თემაა, სადაც პროგრესია. 40 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, საჭიროა 100 000 სამუშაო ადგილი შეიქმნას იმისათვის, რომ ჩვენ გარღვევა მოვახდინოთ ამ კუთხით, პენსია უნდა იყოს 4-ჯერ მეტი. იმისათვის, რომ ვთქვათ აკმაყოფილებს მოთხოვნებსო. წამლებზე ადამიანს არ უნდა ჰქონდეს კატასტროფული დანახარჯები”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...