ზოიძე მეუფე იაკობის განცხადებაზე: როგორც ექიმი გეუბნებით, ამხელა ყურადღებას არ იმსახურებს

ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, აკაკი ზოიძემ “ტვ პირველთან” სატელეფონო ინტერვიუს დროს განაცხადა, სადაც ის ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობის განცხადებებს გამოეხმაურა.

“კარგით ახლა, არამგონია ამხელა ყურადღებას იმსახურებდეს. როგორც ექიმი ისე გეუბნებით ამას. კენედი მე მოვკალი, დაახლოებით, ეგეთი თემაა”- ამბობს ზოიძე.

შეგახსენებთ, 26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და “ზოგიერთი ბიზნესმენი”, მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად