ზოიძე გოცირიძეს: ახალგაზრდები გაუშვით სასაკლაოზე, მართლა არ გრცხვენიათ?!

“მორალზე ნუ ლაპარაკობ. ახალგაზრდები გაუშვით სასაკლაოზე, არ გრცხვენიათ მართლა” -ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ “ნაციონალური მოძრაობის” წევრ რომან გოცირიძეს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც კატეგორიულად ითხოვს შს მინისტრის გადადგომას და ამ დროისთვის არარსებული პროექტის პარლამენტის ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე განხილვას.

“ვერ აგცდებათ საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა მოხდა ამ დღეებში. ჩათრევას ჩაყოლა ჯობია და შეწყვიტეთ კანონის სიწმინდის დაცვაზე საუბარი. რეგლამენტი კი არა, პარლამენტის სიწმინდე ვერ დაიცავით და გავრილოვი შემოათრიეთ აქ. პარლამენტის სხდომათა დარბაზს დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს. თუ გინდათ, რომ სხდომა უაზრო კამათს არ დაემსგავსოს და ხვალინდელი სხდომა ჩატარდეს მშვიდად, დავიწყოთ საკითხის განხილვა. თქვენ ის დარბაზი შეარცხვინეთ. ამოგეწურათ მორალური საშვი.” – ასე მიმართა რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, რომლის შეჩერება აკაკი ზოიძემ კოლეგის ხელით შეხებითაც სცადა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...