ზოიძე “გავრილოვის სიაზე”: ამ სიის რეკლამირება “ნაციონალების” გებელსისეული პროპაგანდის ნაწილია

“ძალიან მაინტერესებს, რომელ საერთაშორისო ორგანიზაციაში წაიღებს სალომე სამადაშვილი ამ სიას და ძალიან მაინტერესებს რეაქცია საერთაშორისო ორგანიზაციების”,-​ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მომზადებული “გავრილოვის სიის” შედგენის შესახებ პარლამენტის დადგენილების კომენტირებისას განაცხადა, რომლის წევრი უმრავლესობის სხვა დეპუტატებთან ერთად, შესაძლოა, თავადაც აღმოჩნდეს.

“ძალიან მაინტერესებს, რომელ საერთაშორისო ორგანიზაციაში წაიღებს სალომე სამადაშვილი ამ სიას და ძალიან მაინტერესებს რეაქცია საერთაშორისო ორგანიზაციების. თუ იუმორისტული კუთხით აპირებს, არ ვიცი და დანარჩენი, რასაც ცდილობენ -სიის რეკლამირებას, ეს არის მათი ტრადიციული, გებელსისეული პროპაგანდა, რომელსაც რამდენიმე წესი აქვს: რაც შეიძლება დიდი ტყუილი უნდა თქვა, ტყუილი ძალიან ხშირად უნდა გაიმეორო და სიმართლე გახდება, რაც შეიძლება მეტი შენი ჩადენილი დანაშაული დააბრალო სხვას”-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

“ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასების, მასზე პასუხისმგებელი პირების დადგენისა და „გავრილოვის სიის“ შედგენის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტი მოამზადა, რომელიც პარლამენტის რიგგარეშე სხდომას განსახილველად წარეგდინება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად