ზოიძე გავრილოვის პარლამენტში ვიზიტზე: ხალხს არ აღელვებს, ვინ რა იცოდა

ხალხს არ აღელვებს, ვინ რა იცოდა, – ასე პასუხობს გადაცემა “პირველების” წამყვანების კითხვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე, რომელსაც კითხვა 20 ივნისს პარლამენტში სერგეი გავრილოვის ვიზიტზე და პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ჩაჯდომაზე დაუსვეს, რასაც კი შემდეგ მასშტაბური აქციები და სპეცრაზმის მიერ აქციის დარბევა მოჰყვა. ამაზე დღეს ზაქარია ქუცნაშვილმა თქვა, რომ თამარ ჩუგოშვილმაც და სოფო ქაცარავამაც 4 თვით ადრე იცოდნენ ამ ვიზიტის შესახებ, ხოლო საორგანიზაციო საკითხებში მასთან ერთად ჩართული იყო ირაკლი კობახიძე.

დამაზუსტებელ კითხვაზე, რომ კონტექსტი ჩანდა ის, რომ მხოლოდ მასზე გადატყდა ჯოხი, ზოიძე ამბობს:

“მე არ მინდა ყოფილ კოლეგაზე და თანაპარტიელზე ვისაუბრო და საჯარო გარჩევა მოვაწყოთ ეთერში. ყველამ იცოდა, რომ ეს შეხვედრა იგეგმებოდა, მაგრამ არავინ იცოდა, რომ ბატონი გავრილოვი აღმოჩნდებოდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. ამაზე პასუხისმგებლობა აიღო მთლიანად ხელისუფლებამ და ეს უკვე ვთქვი, აიღო იმით, რომ ბატონი ირაკლი კობახიძე, რომელიც იმ მომენტში საქართველოში არც იმყოფებოდა გადადგა პარლამენტის თავმჯდომარეობიდან”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად