ზოიძე: აქამდე სწრაფი ტესტები მასობრივად არ გვჭირდებოდა, მომავალში აუცილებლად დაგვჭირდება

აქამდე სწრაფი ტესტები მასობრივად არ გვჭირდებოდა, მომავალში აუცილებლად დაგვჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ყოველგვარი კორექტულობის გარეშე გეტყვით, აქამდე ჩვენ სწრაფი ტესტები მასობრივად არ გვჭირდებოდა. მომავალში აუცილებლად დაგვჭირდება, ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რაღა ჩვენ დავძლიოთ ეს ვირუსი, მათ შორის გამოვიყენოთ კორეის მაგალითი, გერმანიის და ა. შ. მაგრამ, სიმართლე გითხრა ამ თემაზე პოლიტიკანობანა ჩემს გაღიზიანებას იწვევს და მერე ამის არგადათქმა, რაც ერთხელ უკვე თქვი და უფრო ღრმად შესვლა ამ თემაში, რასაც აკეთებს ზოგიერთი.

4900 ადამიანი, რომელიც იმყოფება კარანტინში და მომავალში ვინც იქნება, მათ დაეხმარებათ ეს ტესტი იმაში, რომ მათ ეს სწრაფი ტესტი გაიკეთონ, მიიღონ შედეგი, რომ კარანტინის თუ იზოლაციის მესამე, მეხუთე, მეშვიდე, ან მეათე დღეს არ დაუდასტურდეთ, დატოვონ კარანტინი და გახდნენ ის 31 პაციენტი, რაც მოხდა სამხრეთ კორეის შემთხვევაში, რომელმაც 1000 პაციენტს გადასდო”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად