ზოდელავა: საარჩევნოდ რომ გაუჭირდათ, ივანიშვილის დავალებით გახარია წავიდა ზუგდიდში და ბირჟებზე ჩაიცუცქა

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მურთაზ ზოდელავამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში” განაცხადა.

“რაც კრიმინოგენური ვითარების მხრივ ხდება, ეს არის ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის და მათ მიერ გამოყენებული მექანიზმების პირდაპირი შედეგი. ჩვენ ამაზე პირველივე წლებიდანვე ვსაუბრობდით და როგორც ჩანს, ბევრმა ადამიანმა ეს ვერ დაინახა. ის, რომ კრიმინალური სამყარო თვლის, რომ ის არის წილში ამ ხელისუფლებასთან, ეს არის ფაქტი.

ახსენეს გახარია, რომელიც რამდენიმე თვე ცდილობდა თავისი თავი წარმოეჩინა, როგორც კრიმინალთან მებრძოლად, მაგრამ როდესაც საარჩევნოდ გაუჭირდათ, ივანიშვილის დავალებით წავიდა ზუგდიდში, ჩაიცუცქა ბირჟებზე კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად და გახდა ის, რაც გახდა. ივანიშვილმა ეს ადამიანიც ბოლომდე მორევში ჩაუშვა, ისევე როგორც ყველა მისი წინამორბედი. პროკურორი იქნებოდა ის, შს მინისტრი თუ სუს-ის ხელმძღვანელი. ის, რომ კრიმინალური სამყაროს წევრები არიან ამ ხელისუფლების მეწილეები, ამას გრძნობენ. იმიტომ, რომ ეგენი იყვნენ დისტრიბუტორები მოსყიდვის ნაწილში”, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად