ზოდელავა: “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ყოფნის ბოლო ფაზაა

ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მურთაზ ზოდელავამ “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მოუწოდებს ხელისუფლებას გამოაქვეყნოს ყველა იმ პირის სია, ვინც ამ დროისთვის პატიმრობაშია.

“ირაკლი ოქრუაშვილი კალსიკუი გაგებით, პოლიტიკური პატიმარია. მისი დაკავების მოტივაცია, სუვილი ბრძაკება, ეს ყველაფერი მოდის ბიძინა ივანიშვილისგან, არა რომელიმე საგამოძიებო უწყებიდან… ბოლოს და ბოლოს მოსკოვის ომონმა გამოაქვეყნა სია დაპატიმრებულების და რა გახდა ჩვენთან. ეს არის “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ყოფნის ბოლო ფაზა,“-ამბობს ზოდელავა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაკა გველესიანმა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს 20 – 21 ივნისის საქმეზე აღთკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

ასევე, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დღეს კიდევ 4 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად