ზოდელავა „ოცნებას“: თქვენ „კარუსელს“ კი არა, ერთ სკამს ვერ დაატრიალებთ ვერცერთ საარჩევნო ოლქში

ფოთში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მურთაზ ზოდელავამ ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებისთვი ემზადება, რასაც არ დაუშვებენ.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მინდა გავუზიარო საზოგადოებას. ფოთში ჩვენმა სარჩევნო შტაბმა, ძალიან სკურპლუოზურად იმუშავა და გამოვლინებულ იქნა რამოდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც არიან მიწერილნი სხვის საცხოვრებელ ფართებზე, ოჯახებში, სადაც მათ არ იცნობენ, მათი სახელი და გვარი არ გაუგიათ და ეს ხალხი არის გამზადებული მასალა „კარუსელისთვის“ პირდაპირ რომ ვთქვათ. ამიტომ, ჩვენმა შტაბმა ძალიან დეტალურად იმუშავა.

მადლობას ვუხდი ჩვენს შტაბს. აბსოლუტურად ყველა ეს ადამიანი არის იდენტიფიცირებული, მათი ფოტოებიც მოპოვებული გვაქვს და ყველა მათგანს ველოდებით იმ საარჩევნო უბნებთან, სადაც არიან მიწერილები ხელოვნურად, „კარუსელის“ დასატრიალებლად. მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“ და მივმართო მათ – თქვენ „კარუსელს“ კი არა, ერთ სკამს ვერ დაატრიალებთ ვერცერთ საარჩევნო ოლქში. ყველა იდენტიფიცირებულია, ყველას ნამდვილი ვინაობა, მისამართები დადგენილია. ყველა მათგანს საარჩევნო უბნებში მიუშვერთ კამერებს, ფეისბუქ ლაივებს, მთელი საქართველო დაინახავს ამ ადამისნების სახეებს. მერე აუხსნან თავიანთ მეზობლებს, ნათესავებს, თუ რატომ იყვნენ ჩართულნი ამ დანაშაულებრივ სქემაში. მათაც მოვუწოდებ – „ქართული ოცნება“ დასრულებულია, ნუ მისცემთ საშუალებას გამოგიყენონ თქვენ როგორც შავი მასალა. ყველაზე სამარცხვინო როლში ნუ ჩადგებით.

ვერანაირი „კარუსელები“ ვერ დატრიალდება. იგივე მიდგომა ხდება ყველა ოლქში, ყველა რაიონში. ჩვენი შტაბები გადასულები არიან განსაკუთრებულ რეჟიმზე“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად