ზოდელავა: კოვიდის მეორე ტალღის მიზეზი “ოცნების” მიერ ინფიცირებული ფულის გავრცელებაა

“მაღალი ალბათობით, კოვიდის მეორე ტალღის მიზეზი “ქართული ოცნების” მიერ ინფიცირებული ფულის გავრცელებაა. გაფრთხილდით – “ქართული ოცნების” ცენტრალურ შტაბში არსებული შავი ფულის დამფასოებელთა ჯგუფის უმეტესობას კოვიდ-19 დაუდგინდა”, – ამის შესახებ ფოთში, ხობსა და სენაკში”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მურთაზ ზოდელავა სოციალურ ქსელში წერს.

“მაღალი ალბათობით, კოვიდის მეორე ტალღის მიზეზი “ქართული ოცნების” მიერ ინფიცირებული ფულის გავრცელებაა.

გაფრთხილდით – “ქართული ოცნების” ცენტრალურ შტაბში არსებული შავი ფულის დამფასოებელთა ჯგუფის უმეტესობას კოვიდ-19 დაუდგინდა.

მიუხედავად ამისა, ივანიშვილის დაჟინებული მოთხოვნით, კოვიდ-19-ით ინფიცირებული ფულის მასა გადანაწილდა “ოცნების” რეგიონალურ შტაბებში და დაწყებულია მოსყიდვის მიზნით მათი გამოყენება. არჩევნებში რამდენიმე პროცენტით მეტი ხმის მისაღებად, ბიძინა მზად არის, მთელი ერის ჯანმრთელობა და მოწყვლადი ჯგუფების სიცოცხლეც კი გაწიროს.

უმორჩილესად გთხოვთ, ან მოერიდეთ ოცნების ფულად კუპიურებს ან მათთან შეხებისას მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ”, – წერს მურთაზ ზოდელავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად