ზოდელავა ხორგუანს: “კანონიერ ქურდად” არსად ვმჯდარვარ, “ოცნებას” ჩემზე რამე რომ ჰქონოდა, არ დამინდობდა!

“კანონიერ ქურდად” არსად ვმჯდარვარ, არასდროს ერთი თეთრი ქრთამი არ ამიღია, – ასე უპასუხა სახალხო დამცველის ყოფილ მოადგილეს, დამოუკიდებელ პოლიტიკოსს სოფიო ხორგუანს ყოფილმა მთავარ პროკურორმა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მურთაზ ზოდელავამ “ტვ პირველის” გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში” მიმდინარე დისკუსიისას.

“7 წელი გავიდა და ჩემს მიმართ რამე რომ ჰქონოდა ქართულ ოცნებას, ნამდვილად არ დამინდობდა. ცხადია, რომ მე არანაირ “კანონიერ ქურდად” არსად არ ვმჯდარვარ. ვიყავი ადამიანი, რომელიც ასრულებდა თავის უფლებამოსილებას და არცერთი ჩემი სამართლებრივი აქტი არ დაქვემდებარებია გადახედვას. ლამის ეპოქაა, რაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია და მე მგონი მეხუთე მთავარი პროკურორია მას შემდეგ. ამიტომ, ვერ მივიღებ ამას. ჩემს ცხოვრებაში ერთი თეთრი ქრთამი არ ამიღია. განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებსაც თქვენ ასე ამაყად მოიხსენიებთ”, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

იქამდე კი სოფო ხურგუანმა მურთაზ ზოდელავას მისამართით თქვა: როგორც მთავარი პროკურორი “კანონიერ ქურდად” იჯექით და ახლა სამართალზე ლაპარაკობთ!

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად