ზოდელავა: ჩვენ ყველანი თვალს ვადევნებთ “ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო პერიოდს

“ეს არის ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო ჟამი, ბოლო ეტაპი”-ასე გამოეხმაურა, გაერთიანებული ოპოზიციური პარტიის წევრი მურთაზ ზოდელავა ოპოზიციის წევრების გამოკითხვაზე დაბარებას.

“ყველა ის მოქმედება, რომელსაც ახლა მთავრობა ახორციელებს და მათ შორის პროკურატურა, მათშორის შსს, ყველაფერი ეს ცალცალკე და ერთად არებული მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო ჟამი, ბოლო ეტაპი. და აი ამ მონაკვეთში ხდება ხოლმე შეცდომის დაშვება. მთელი ეს პარადოქსალური მოვლენების კასკადი ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ყველანი თვალს ვადევნებთ ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო პერიოდს,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა მურთაზ ზოდელავამ.

ცნობისთვის, დეკანოიძე, ქარდავა, სანიკიძე და ღლონტი შსს-ში 11:00 საათზე გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებენ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად