ზლატან იბრაჰიმოვიჩი განაწყენებულია

შვედეთის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენად, ჩოგბურთელი ბორნ ბორგი დაასახელეს.

შვედურმა გაზეთმა, ”დაგენს ნიუჰეტერმა”, გამოაქვეყნა 150 ყველაზე გავლენიანი შვედი სპორტსმენის სია. ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ამ სიაში მეორე ადგილას გავიდა. პირველ ადგილს, 5 გზის უიმბლდონის გამარჯვებული, ბორნ ბორგი იკავებს. პესეჟეს თავდამსხმელმა ამის შესახებ ასეთი კომენტარი გააკეთა: ”მადლობა, მაგრამ მეორე ადგილი, ბოლოზე გასვლის ტოლფასია.”

ზლატანმა ასევე აღნიშნა, რომ ბორგი, რომელიც ასევე 6 საფრანგეთი ღია პირველობის გამარჯვებულია, გენიალური ადამიანი და ცოცხალი ლეგენდაა და დიდ პატივს სცემს მას.

ბოგს, ზედიზედ 5 წელი(1975-80წწ.), უიმბლდონის ტიტულს, ვერავინ ართმევდა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად