ზლატან იბრაგიმოვიჩს კორონავირუსი დაუდგინდა

მილანის თავდამსხმელი ზლატან იბრაგიმოვიჩი იძულებული იქნება გუნდის უახლოესი მატჩები გამოტოვოს, ვინაიდან მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

იბრაგიმოვიჩი გახდა მილანის მეორე ფეხბურთელი, რომელსაც ინფექცია დაუდგინდა. ადრე ინფიცირებული იყო მისი თანაგუნდელი ლეონარდო დუარტე.

სამი დღის წინ, 21 სექტემბერს, ზლატანმა მიიღო მონაწილეობა იტალიის სერია A-ს 1-ლი ტურის მატჩში ბოლონიასთან.

იბრაგიმოვიჩი მილანს დაუბრუნდა 2019 წლის დეკემბერში, მანამდე იგი 2010-2012 წლებში იტალიურ კლუბში თამაშობდა. აგვისტოში მან განაახლა კონტრაქტი გუნდთან 2021 წლის ივნისამდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად