A1 ბანერი

ზინედინ ზიდანი მადრიდის “რეალს” დაუბრუნდა

ახლახანს მადრიდში “რეალის” დირექტორთა საბჭოს სხდომა დასრულდა.

დირექტორთა საბჭომ მთავირი მწვრთნელის პოსტიდან არგენტინელი სანტიაგო სოლარი დაითხოვა, მის ნაცვლად გუნდს ზინედინ ზიდანი გაწვრთნის. მასთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე გაფორმდა.

ზინედინ ზიდანიმა მადრიდის “რეალი” 2018 წლის მაისში დატოვა. მისი ხელმძღვანელობით “რეალმა” ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

სანტიაგო სოლარის განთავისუფლება მას შემდეგ გადაწყდა, რაც “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ამსტერდამის “აიაქსთან” 1:4 წააგო და პირველად 2011 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ვერ გავიდა. ამსტერდამის “აიაქსთან” გასვლაზე 2:0-ის მოგების შემდეგ სახლში 1:4 წაგება ესპანურმა პრესამ “რეალის” შორეულ, 1994-95 წლების სეზონზე უეფას თასის გათამაშებაში განცდილ სამარცხვინო მარცხს შეადარა, მაშინ მადრიდელებს დანიის “ოდენსეს” ფეხბურთელებმა დანიაში, საკუთარ მოედანზე 2: 3 მარცხის შემდეგ, მადრიდში აუღეს რევანში და ორი მატჩის ჯამში ისინი 4:3 დაამარცხეს. “აიაქსთან” დამარცხებით მადრიდელები ტახტზე სამჯერ ზედიზედ ასვლის და 1011 დღის მანძილზე მეფობის შემდეგ საკუთარ სახლში გამოემშვიდობნენ სამეფო გვირგვინს.

ამ წუთებში მადრიდში პრესკონფერენციაზე ზინედინ ზიდანის სიტყვით გამოსვლა დასრულდა.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...