ზიგმარ გაბრიელი: ანტირუსული სანქციების გაუქმების წინაპირობა მინსკის შეთანხმების შესრულებაა

ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების მთავარი წინაპირობა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და მინსკის შეთანხმების შესრულებაა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის ახალმა საგარეო სქმეთა მინისტრმა, ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა.

"გერმანიასა და საფრანგეთში სანქციებთან დაკავშირებით ნათელი პოზიცია გვაქვს. გვინდა, რომ მინსკის სამშვიდობო შეთანხმებები განხორციელდეს. ეს სანქციების მოხსნის ერთადერთი პირობაა", – ციტირებს Reuters გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებს, რომელიც მან თავის ფრანკ კოლეგა, ჟან მარკ ეროსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ზიგმარ გაბრიელი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე, პარასკევს, 27 იანვარს დაინიშნა. გერმანიის პრეზიდენტმა იოახიმ გაუკმა თანამდებობის დატოვების თაობაზე ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის გადაწყვეტილება დააკმაყოფილაა, რადგან იგი პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა.

საგარეო საქმეთა ახალ მინისტრად ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი, ზიგმარ გაბრიელი დაინიშნა.

"თქვენზე ფსონები ისე მაღალია, როგორც არასდროს. ჩვენს წინაშე სერიოზული პრობლემაა: ჩვენ უნდა დავიცვათ ევროკავშირი და ტრანსატლანტიკური პარტნიორობა და მომავალში ერთად ვიმუშაოთ. წარმატებას გისურვებთ",-მიმართა გერმანიის პრეზიდენტმა ახალ მინისტრს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად