A2 ბანერი
A2 ბანერი

ნინო ბურჯანაძე: ჟვანიას საქმის და 26 მაისის წინასაარჩევნოდ წამოწევა აღმაშფოთებელია! (ინტერვიუ)

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ სანამ არ დაისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც უკანონო ჩანაწერებს ახორციელებენ, ეს პრობლემა პრობლემად დარჩება.

როგორც ბურჯანაძემ „აიპრესთან“ ინტერვიუში თქვა, პოლიტიკური და მედია სივრცე უნდა გაჯანსაღდეს და არ შეიძლება პოლიტიკური აქტიურობის მთავარი იარაღი მუდმივად ფარული ჩანაწერები იყოს. მისი თქმით, ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანებს არ აქვთ განცდა, რომ სხვანაირად შეძლებენ საკუთარი უფლებების დაცვას.

რას ფიქრობს ფარული ჩანაწერების ომზე, რატომ გადაიფიქრა საპრეზიდენტო კანდიდატად კენჭისყრა და დაუჭერს თუ არა რომელიმე კანდიდატს მხარს? – „აიპრესი“ ამ თემებზე ნინო ბურჯანაძეს ესაუბრა:

რაც ხდება ქვეყანაში ჩანაწერების ომი შეიძლება დავარქვათ. თქვენ არ ხართ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და თქვენი პოზიციაც განსხვავებული იქნება. რა კითხვები გიჩნდებათ ამ პროცესთან დაკავშირებით?

კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებაც ისევე იყენებს ჩანაწერებს, როგორც ხელისუფლებისადმი დაპირისპირებული ადამიანები. ეს არის სრულიად მიუღებელი. აღშფოთება ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ ისეთ თემებს, რაც ხშირად ხმოვანდება ხოლმე ფარულ ჩანაწერებში, ასეთ რეზონანსულ თემებს იყენებს ხოლმე წინასაარჩევნოდ. ეს არის ძალიან შეურაცხმყოფელი ადამიანებისათვის.

რას გულისხმობთ?

როდესაც ისეთი თემები, როგორიცაა ზურაბ ჟვანიას, ან იგივე ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალება, 26 მაისი… როცა ეს თემები წამოტივტივდება ხოლმე არჩევნების წინა პერიოდში და ამაზე ხელისუფლება ცდილობს ქულების დაწერას, ეს არის აბსოლუტურად აღმაშფოთებელი. სამწუხაროდ, ეს არც დამთავრდება.

სანამ ერთხელ და სამუდამოდ არ დაისჯებიან ადამიანები, რომლებიც უკანონო ჩანაწერებს ახორციელებენ, მანამ ეს პრობლემა პრობლემა იქნება.

თქვენც ფიქრობთ, რომ მედიაში ასეთი ჩანაწერები არ უნდა გავრცელდეს?

მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური და მედია სივრცე უნდა გაჯანსაღდეს. გარკვეული პასუხისმგებლობა ყველამ უნდა იგრძნოს იმასთან დაკავშირებით, როდესაც რაღაცა ინფორმაციის გავრცელება ხდება. დედამიწის ზურგზე არსად არ არის ფარული ჩანაწერების გამოყენება ისეთი აქტუალური, როგორიც არის საქართველოში.

თქვენ ალბათ მოისმინეთ ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომელიც გაოგნებულია იმით რაც ხდება საქართველოში. არ შეიძლება პოლიტიკური აქტიურობის მთავარი იარაღი მუდმივად იყოს ფარული ჩანაწერები. ეს არ არის ჯანსაღი პროცესი. მე არ ვლაპარაკობ იმ ვითარებაზე, როდესაც სანქცირებული ჩანაწერია, ან დანაშაულთან გვაქვს საქმე, მაგრამ მუდმივად იყოს ქვეყანაში ვითარება, როდესაც მუდმივად ფარულ ჩანაწერებზეა აგებული კამპანიები, ეს არის არაჯანსაღი სიტუაცია.

ეკა ბესელიამ თქვა, რომ მხოლოდ საგამოძიებო ორგანოებმა უნდა გამოიყენონ ჩანაწერები და მას აქვს ტვირთის ვალდებულებაც. იზიარებთ? ხომ არ შეზღუდავს ეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას?

არა, აქ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არაფერ შუაშია. ნებისმიერ ქვეყანაში ჩანაწერს სამართლებრივი ძალა შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის კანონიერად არის მოპოვებული. მაგრამ, უკანონო ჩანაწერების მოპოვებას ადამიანები არ დაანებებენ თავს, სანამ ქვეყანაში სამართლიანობა არ იქნება.

როდის ხდება ჩანაწერის გაკეთება? გნებავთ ბიზნესმენის, გნებავთ სხვა ადამიანის მხრიდან. როდესაც ადამიანს არ აქვს იმედი, რომ კანონიერი და ლეგალური გზით შეძლებს თავისი უფლებების დაცვას. როცა ადამიანს არ აქვს გამოძიებისა და სასამართლოს იმედი. თუ ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსება და სახელმწიფო ინსტიტუტები იქნებიან ნორმალურები, თუ ადამიანებს სასამართლოს და პროკურატურის იმედი ექნებათ, გარწმუნებთ, რომ ასეთი ჩანაწერების რაოდენობაც და მათი გამოყენებაც მინიმალურამდე იქნება შემცირებული.

რაც შეეხება ჩანაწერებში გავრცელებულ ინფორმაციებს, აქედან გამომდინარე თუ გაგიჩნდათ კითხვები ხელისუფლების მისამართით?

მე კითხვებიც არ გამჩენია. მე არ ვიცი, ეს ბოლომდე აუთენტურია თუ არა, მაგრამ რაც ჩანაწერებშია, მეტ-ნაკლებად არის ის, რაც ჩვენთვის-საზოგადოებისთვის ცნობილია. ეს ასახავს იმ სურათს, რაც საზოგადოების წარმომადგენლებმა ვიცით. როგორ ხდება გამოძიებისთვის ხელის შეშლა, ან არასწორი მიმართულებით წაყვანა.

ანუ იმ აზრს ანვითარებთ, რომ საგამოძიებო ორგანოები არაეფექტური იყო და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა?

რა თქმა უნდა. ის, რომ ხელისუფლება არაეფექტურია და არ ენდობა ხელისუფლებას, ადამიანებს არ აქვთ იმედი რომ თავიანთ კანონიერ უფლებებს დაიცავენ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

დიდი ხნის წინ გქონდათ გაცხადებული, რომ აპირებდით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. მოვისმინე თქვენი არგუმენტი, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობთ, რადგან ეს უკავშირდება არაჯანსაღ გარემოს. როგორ ფიქრობთ რამდენად მიიღებს ამ არგუმენტს თქვენი ამომრჩეველი და დაუჭერთ თუ არა მხარს რომელიმე კანდიდატს?

არცერთ კანდიდატს არ დავუჭერ მხარს, იმიტომ რომ არცერთი კანდიდატი არ მიმაჩნია ისეთ კანდიდატად, რომელიც მენდომებოდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამხდარიყო. რაც შეეხება იმას რამდენად გაიგებს ჩემი ამომრჩეველი იმ არგუმენტებს, რატომაც უარი ვთქვი არჩევნებში მონაწილეობაზე, მე ვფიქრობ რომ გაიგებს.

პრინციპში ჩემი ამომრჩევლისთვის სრულიად ნათელია, რომ ეს ყველაფერი ფარსია. რაც ჩვენ ვნახეთ და რასაც ჩვენ ვხედავთ, ნამდვილად ფარსია! ამ ფარსში მონაწილეობა მე უბრალოდ შეურაცხმყოფელად მიმაჩნია. რაც უფრო დრო გადის მით უფრო ვყალიბდები იმაში, რომ სწორად მოვიქეცი, როდესაც უარი განვაცხადე ამ არჩევნებში მონაწილეობაზე. ფაქტია, რომ არჩევნები გაყალბებული იქნება. რეალურად ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ არჩევნები ნორმალურად არ ჩატარდეს. ამიტომ ასეთ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს.

თუმცა, უახლოეს 2 წელში გველოდება საპარლამენტო არჩევნები. მოგიწევთ მაინც მონაწილეობა…

საპარლამენტო არჩევნები სხვა არის. უპირველეს ყოვლისა საპარლამენტო არჩევნებამდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება რომ მან შეცვალოს საარჩევნო გარემო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ამის იმედი გაქვთ, რომ ხელისუფლება ამაზე წავა და იგივე „ფარსი“ არ იქნება, რაზეც ახლა საუბრობთ?

არა, მე არ მაქვს. ხელისუფლება ამაზე არ წავა, მაგრამ ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება. რა თქმა უნდა ხელისუფლება ამაზე არ წავა. იცის, რომ ხელისუფლებისათვის საარჩევნო გარემო აბსოლუტურად მომაკვდინებელია. მან ძალიან კარგად იცის, რომ სამართლიანი საარჩევნო გარემო მისთვის ნიშნავს არჩევნების წაგებას.

მაგრამ, მე ისიც ვიცი, რომ „ქართული ოცნების“ გარდა ყველა პოლიტიკური ლიდერი და ორგანიზაცია ემხრობა იმას, რომ საარჩევნო გარემო შეიცვალოს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს აუცილებლად მოხდეს და ასეთ შემთხვევაში თუ საარჩევნო გარემო შეიცვლება, იმ გარემოში და იმ ვითარებაში თუ რეალურად მივაღწევთ იმას, რომ ადამიანებიც გამოფხიზლდნენ გარკვეულწილად და არ შეეგუონ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ყიდულობს ყველა არჩევნებს, ასეთ შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად ექნება აზრი.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები

სულხან სალაძე: საარჩევნო კამპანიის პირველი და მეორე ტური ნეგატივზეა აგებული

"როგორც პირველი ტური, ისე მეორე ტური ეს არის უფრო ნეგატივზე აგებული. ისინი უფრო საუბრობენ არა იმაზე, თუ რატომ უნდა…

პატრიარქი: ღმერთმა ინებოს, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდეს

ყოვლაწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ყოველკვირეული წირვა-ლოცვა…

ჩუგოშვილი: არჩევნების შაბათს ან კვირას დანიშვნა უკეთესი იქნებოდა,ზედმეტი კითხვები…

"ალბათ, უკეთესი იქნებოდა, შაბათი ან კვირა ყოფილიყო და ეს ზედმეტი კითხვები არ გაჩენილიყო, მაგრამ ეს ცესკო-ს…

ბაქრაძე: ქვეყანაში სერიოზული ცვლილებების პროცესა,ქართული დემოკრატია კიდევ ერთხელ…

"საპრეზიდენტო არჩევნებმა დაადასტურა რომ ქვეყანაში სერიოზული ცვლილებების პროცესი მიდის. ქვეყანა იმყოფება იმ…

მდინარაძე: “ნაცმოძრაობა” ყველა ეთიკურ სტანდარტს არღვევს საკუთარი…

„როგორც ყველა ვხედავთ, ნაციონალური მოძრაობა და მისი პარტიული ტელევიზია ყველა ეთიკურ სტანდარტს არღვევს საკუთარი…

კობახიძე: “ედისონ რისერჩი” მოიკითხეთ, რომელმაც ორჯერ დადო გაყალბებული…

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინასაარჩვნოდ "ედისონ რისერჩის" ორივე კვლევა მთლიანად აცდა…

სააკაშვილი 7 ნოემბერზე: ახლა ბევრად გამოცდილები ვართ, ასეთი რამ აღარასდროს…

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში…

ივანიშვილი: ამ არჩევნებით მე მგონი ვაჩვენეთ, რომ საქართველოში დემოკრატია დამყარდა

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე ნანუკა გუდავაძე საპატრიარქოში მიიღო, ჯვრისწერის…

დავით უსუფაშვილი: ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის თამაშს აყვა

"შენების მოძრაობის" ლიდერის დავით უსუფაშვილის შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის თამაშს…

ვაშაძე: პრეზიდენტობის შემთხვევაში, სათავეში ჩავუდგები პოლიტიკურ პროცესს და ვნახავ,…

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე "DW на русском"-თან ინტერვიუში აცხადებს.
კომენტარები
იტვირთება...