ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა აჭარის ტელევიზიის დირექტორობაზე კენჭს იყრის

ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის კონკურსში მონაწილეობას მიიღებს.

“მოკლედ, იმის მიუხედავად, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიიზის და რადიოს დირექტორის კონკურსზე დოკუმენტაციის წარდგენა, ასე ფორსირებულად და უმოკლეს დროში ხდება, ვეცადე თავი მომეყარა დოკუმენტაციისთვის და მეცადა. მეცადა, რათა დავეხმარო, პირველ რიგში მრჩევლებს, მრავალრიცხოვან კანდიდატებს შორის არჩევაში. მეორე, როცა ამ მაუწყებელში, საზოგადოებრივ მაუწყებელში მოვედი, სრულად მქონდა გააზრებული, ვისი დაკვეთით უნდა მემუშავა და ეს დამკვეთი, თქვენ, საზოგადოება ხართ!

დარწმუნებული ვარ, სწორედ საზოგადოების სურვილია, რომ ბორდს უფრო მეტი ალტერნატივა ჰქონდეს, არჩევანის გაკეთების დროს. განცდა კი არ ამქვს, ნამდვილად ასეა- დღეს, მაუწყებელი ზღვარზეა, ავირჩევთ ისევ თავისუფლების გზას, თუ ვიწრო ჯგუფების ინტერესებს, რომლებიც ვერასდროს დადგებიან საზოგადოების ინტერესებს მაღლა. მე არ ვამბობ, რომ მე ვარ ის ერთადერთი, ვინც ამ იდეას გაატარებს მაუწყებელში, არა, რა თქმა უნდა, რამდენიმე სხვა ღირსეული ადამიანია ამ კონკურსში! ყველას წარმატებას და ჯანსაღ გარემოში მონაწილეობას ვუსურვებ!”, – წერს ზარგინავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად