ჟურნალმა Charlie Hebdo ელისაბედ მეორისა და მეგან მარკლის კარიკატურა გამოაქვეყნა

ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა Charlie Hebdo მორიგი სკანდალური კარიკატურა გამოაქვეყნა. მასზე გამოსახულია ბრიტანეთის დედოფალი და მეგან მარკლი. კარიკატურა პრინცი ჰარისა და მისი მეუღლის ინტერვიუს თემატიკაზეა აგებული. ფოტო ჟურნალის “ტვიტერზე” გამოჩნდა.

კარიკატურაზე დედოფალი ელისაბედ მეორე ფეხით ახრჩობს სასექსის ჰერცოგინიას.

“რატომ გაიქცა მეგანი ბუკინგემის სასახლიდან? – კითხულობს ჟურნალის სათაური. “იმიტომ რომ სუნთქვა არ შემეძლო”, – პასუხობს მარკლის ფიგურა.

https://twitter.com/Charlie_Hebdo_/status/1369332151708172296/photo/1

შეგახსენებთ, რომ წინა დღეებში გავრცელებულ ინტერვიუში, მეგან მარკლმა სამეფო ოჯახი რასიზმში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მის შვილს კანის ფერის გამო, შესაბამის ტიტულს არ მიანიჭებდნენ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...