ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის დაკავებული: აღელვების ნიადაგზე მოვუქნიე ხელი, არავისთვის საშიში არ ვარ

5 ივლისს, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებული სამივე ბრალდებული ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა.

“გადასული იყვნენ შეურაცხყოფაზე, მე იქ აქციაზე არავის არ ვიცნობდი, არავისთან ერთად არ ვიყავი, ვიყავი მარტო. გამოვედი მდგომარეობიდან და ნამდვილად ხელი მოვუქნიე, მე ამას ვაღიარებ და ჩემი ხელის მოქნევასთან დაკავშირებით მზად ვარ, პასუხი ვაგო. ამის იქით მე არაფერი გამიკეთებია არც ვინმეზე ძალადობა, ან სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუ სადმე დავფიქსირდები, რომ რამეს ზედმეტად ვაკეთებდი, მზად ვარ, კანონის წინაშე პასუხი ვაგო. მე აღელვების ნიადაგზე მოვუქნიე ხელი, ძალადობას არ ვახორციელებდი, არ ვძალადობ და არც არავისთვის საშიში არ ვარ”, – განაცხადა ერთ-ერთმა ბრალდებულმა სასამართლოზე.

თავდასხმის ფაქტზე დაკავებული სხვა მოძალადემ განმარტა, რომ ძალადობა სამშობლოს სიყვარულის გამო ჩაიდინა.

“ვარ 2004 წლის ომის მონაწილე, მოგეხსენებათ, პუტინის მონას რომ გიწოდებენ, 2004 წლის ომის მონაწილეს, აღელვებიდან გამომდინარე, ხელი სწრაფად მოვიქნიე. ფიზიკურად პირადად არც ჟურნალისტს არ შევხებივარ, არც კამერა არ დაზარალებულა. არანაირი მოძალადე არ ვარ, ვარ სოციალურად დაუცველი 2 შვილის მამა”, – თქვა ინციდენტზე დაკავებულმა.

კომენტარები
იტვირთება...